ტაქსის მძღოლები „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთად, ახალი რეგულაციების გადავადების ან გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვას გააგრძელებენ. ამის შესახებ გიორგი გუგავამ მძღოლებთან დღეს გამართული საინფორმაციო შეხვედრისას განაცხადა.
შეკრების მონაწილე მძღოლები მანქანის ფერებზე შეზღუდვის დაწესებასა და მარჯვენასაჭიანი ტაქსებით მომსახურების აკრძალვას აპროტესტებენ.
თბილისის მერი აღნიშნული რეფორმის გაუქმებას გამორიცხავს, თუმცა მისი განცხადებით, ის ტაქსის მძღოლებთან შესახვედრად მზად არის.