გიორგი გახარია პარლამენტში მიმდინარე კვირაში წარსდგება
შინაგან საქმეთა მინისტრი, პარლამენტში, გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე კვირაში წარსდგება. ზუსტი თარიღი ცნობილი ჯერ არ არის. სხდომაზე, დეპუტატებს არსებულ შეკითხვებზე პასუხების მიღება შესაძლებლობა ექნებათ. აქცენტი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და თეთრი ხმაურის ორგანიზებულ აქციაზეც გაკეთდება.