ზურაბ ჭიაბერაშვილი – თუ გიორგი გახარიას ასეთი დაგეგმილი, საჩვენებელი რეიდი ადვილად გაუვა, შესაძლოა, რეპრესიული ტალღა გაგრძელდეს

00:57, 15.05.2018

თუ საზოგადოება ამაზე ხმას არ ამოიღებს და გიორგი გახარიას ასეთი დაგეგმილი, საჩვენებელი რეიდი ადვილად გაუვა, შესაძლოა, რეპრესიული ტალღა გაგრძელდეს, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ასეულობით სრულიად უდანაშაულო ადამიანის ცემა-ტყეპა და დაკავება იმის საჩვენებელი იყო, თითქოს, სახელმწიფო ეფექტურად მუშაობს. ამიტომ, აუცილებელია,საზოგადოებას ყველა ასეთ გამოვლინებაზე რეაგირება ჰქონდეს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნარკორეალიზების საქმეზე რვა ადამიანი რეიდამდე იყო დაკავებული.

მისი თქმით, არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ შსს-ს ქუჩებში რეიდების ჩატარება უხდება, როგორც მაგალითად, გასული წლის დეკემბერში იყო.

„როცა ქუჩებს კეტავ, რეიდებს აწყობ, სახლში მიმავალ ასეულობით ჩვეულებრივ ადამიანს ჩხრეკ და მერე აჩვენებ, რომ ერთი-ორი ადამიანი დაიჭირე, ეს არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი