გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარლამენტში გიორგი გახარიას მისვლას ოპოზიციასთან ერთად უმრავლესობის წევრებიც ითხოვენ
გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარლამენტში გიორგი გახარიას მისვლას ოპოზიციასთან ერთად უმრავლესობის წევრებიც ითხოვენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მისვლას მხოლოდ ოპოზიცია არ ითხოვს, მათ შორის არიან უმრავლესობის წევრებიც.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, მთავრობის პრეროგატივაა, ჯანსაღი თაობა გაიზარდოს, ქვეყანაში ნარკოდილერების პარპაში არ დაუშვან და მომავალი თაობა იმ ავადმყოფობისგან დაიხსნას, რასაც ნარკომანია ჰქვია.

დეპუტატის მოსაზრებით, ნარკოტიკით დაავადებულ ადამიანს მეტი ყურადღება და მეტი ლიბერალური მიდგომა სჭირდება.

„პარლამენტში შს მინისტრის მოსვლას მხოლოდ ოპოზიცია არ ითხოვს, მათ შორისაა უმრავლესობის ბევრი წევრი. უახლოეს მომავალში ყველას შესაძლებლობა ექნება, რომ კითხვები დასვას და ზუსტი პასუხები მიიღოს. შს მინისტრის გუშინდელ ქმედებას დადებითად ვაფასებ. ეს არ იყო მხოლოდ გახარიას ქმედება, ამას წინ მოლაპარაკებები და სტრატეგიის დაგეგმვა უძღოდა. მათ შორის ყველა ნაბიჯი პრემიერთან იყო შეთანხმებული. სახელისუფლებო გუნდია ავტორი ყველა იმ პოზიტივის, რაც გუშინ მოხდა. რაღაც საკითხები არსებობს, სადაც კითხვები დარჩა. რომ არა გახარიასა და პოლიციის მაღალი პროფესიონალიზმი, პროვოკაციას ვერ ავცდებოდით”, – გაანცხადა ვოლსკიმ.