ორდღიანი აქცია და შეწყვეტილი პროტესტი

დიალოგს წინ ორდღიანი პროტესტი უძღოდა.

ახალგაზრდები, რომლებიც 12 მაისს ღამის კლუბებში სპეცრაზმის შესვლას აპროტესტებდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართვის შემდეგ დაიშალნენ.

გიორგი გახარიამ გამოსვლა ბოდიშის მოხდით დაიწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს დიალოგი შესთავაზა. ადგილზე ვითარების ესკალაციის საფრთხე მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსთაველის გამზირზე კონტრაქციის მონაწილეები გამოჩნდნენ.

სამართალდამცავთა მობილიზების და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე, პარლამენტთან მთავრობის წევრებიც მივიდნენ.

ორივე აქციის მონაწილეებს მიმართეს და სიმშვიდისკენ მოუწოდეს საპატრიარქოდანაც.