გიორგი ჭელიძეს პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საუბარია „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრზე, რომელსაც გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

გიორგი ჭელიძეს ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გუშინ წარედგინა. დაცვის მხარე კი ბრალდებულისთვის 1000 ლარიან გირაოს ითხოვდა. წინასასამართლო სხდომა ჭელიძის საქმეზე 17 ოქტომბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.