ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ ერთი ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი დააკავეს.
ქართული მხარე ამჯერად შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის, გიორგი კალანდაძის ექსტრადირებას ითხოვს. შესაბამისი მიმართვა ბერლინში უახლოეს პერიოდში გაიგზავნება. გერმანელი სამართალდამცავების მიერ დაკავებულ და სამშობლოდან წლების წინ წასულ ყოფილ მაღალჩინოსანს საქართველოს პროკურატურა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ედავება. საუბარია ცხრა წლის წინანდელ შემთხვევაზე, რა დროსაც გამოძიების მასალების მიხედვით, კალანდაძემ სხვა იმდროინდელ მაღალჩინოსნებთან ერთად მოქალაქე ელბერტ კობერიძე ტერაქტის მოწყობის ბრალდების აღიარების მიზნით აწამა. კალანდაძის დაკავებას მწვავე შინაარსის წერილით ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი.