რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინელებმა გასული ღამის განმავლობაში რუსული ძალების 60-მდე შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. გენშტაბის ცნობით, შეტაკებები ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებით მოხდა.

რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევა განახორციელეს ბახმუტის მიმართულებით ბოგდანოვკასა და მარკოვოს დასახლებებში. გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის რვა ტერიტორიასა და საბრძოლო მასალის ორ საცავს დაარტყეს. ასევე, გაანადგურეს ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი „ლანცეტი“.