ვითარება ისრაელში

ისრაელის შეიარაღებული ძალები ანტიტერორისტულ ოპერაციას განაგრძობს. ისრაელზე თავდასხმას არ წყვეტს ჰამასის რადიკალური დაჯგუფებაც. ამ ფონზე ომანში შეიძლება ერთმანეთს ისრაელისა და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ. ორივე დიპლომატი ქალაქ მასკატში ჯოზეფ ბორელმა მიიწვია. უცნობია, ჩავლენ თუ არა ბორელის მიწვევაზე ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლები.

რა ვითარებაა ახლა ისრაელში – თამთა რუხაძე დეტალებით.