ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორში სამი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანი, 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ გატაცებული მოქალაქეები არიან. რთული ვითარებაა ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაჰშიც, სადაც ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო უარესდება. შექმნილი სიტუაციის ფონზე, ღაზის სექტორის მახლობლად, აშშ-ის მიერ აშენებულ ნავსადგურზე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაიწყო, პროცესს კოორდინაციას გაერო გაუწევს.

პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მოუწოდებენ ისრაელს, ღაზაში სამხედრო მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გეგმის გარეშე არ აწარმოოს. ისრაელში კი აცხადებენ, რომ ომი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ტყვეს არ დააბრუნებენ და „ჰამასის“ მმართველობა არ დასრულდება.

მარიამ ახალაია დეტალებით.