საქართველოს თავდაცვის ძალების დღე

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა – წელს ქართული არმია დაარსებიდან 31-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულება. გაწვევა 30 აპრილს დაიწყო და ეს დღე გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების ათვლის წერტილი.

საზეიმო ცერემონიის ოფიციალური ნაწილი სამწყობრო მოედანზე გაიმართა. შეიარაღებულ ძალებს დღევანდელი დღე პრემიერმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, თავდაცვის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცეს.

ღონისძიებას გენო ოსიყმაშვილი აშუქებს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.