გია უდესიანის ადვოკატი ფარული აუდიოჩანაწერების საკითხს ეხმაურება

ფარულ ჩანაწერებს, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი გია უდესიანსაც ახსენებს, უდესიანის ადვოკატი გამოეხმაურა.

ბექა ბასილაიას თქმით, ჩანაწერებმა ცხადყო, რომ უდესიანის სისხლის სამართლის საქმეში მოწმეები ჩვენებებს ზეწოლის შედეგად აძლევდნენ.

ადვოკატები შემდგომ სამართლებრივ ბრძოლას და ამ ჩანაწერების მტკიცებულებებად გამოყენებას გეგმავენ.