გავრცელებული აუდიოჩანაწერები - გამოხმაურებები

მედიაში კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. მასალაში მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია რამდენიმე თემაზე საუბრობს. ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ცნობით, სავარაუდოდ, მასალა ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლამდეა ჩაწერილი, თუმცა უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია. ის ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარტიზანებს“ უწოდებს. ყოფილი პრეზიდენტის დედა ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ამ ჩანაწერს უკვე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის დედა. ის ამბობს რომ გავრცელებული მასალა ფალსიფიკაციაა.