საქართველოს ეზიდთა ტაძარში, ეზიდთა სულიერი წინამძღოლის, ბაბა შეიხი ხატოს ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო მსახურება გაიმართა, რასაც სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეზიდთა სულიერი წინამძღოლის გარდაცვალების გამო, მათ მწუხარება გამოთქვეს. შეიხი ხატო 2011 წელს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა და სწორედ ამ ვიზიტის დროს, შეიხი ხატოს ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს მხარდაჭერით, თბილისში ეზიდთა ტაძარი აშენდა.