სვეტიცხოვლობის დღესასწაული

დღეს სვეტიცხოვლობაა.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარდა, სადაც იესო ქრისტეს კვართი ინახება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს მაცხოვრის კვართს იხსენიებს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს, დღესვე ეკლესია მირიან მეფესა და ნანა დედოფალს იხსენიებს. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მცხეთაში დღეს დაგეგმილი ყველა სადღესასწაულო ღონისძიება გაუქმდა.