#ახალიკვირა ღვთისგან მიბარებული ბავშვები

სახლი, სადაც 15 ბავშვი და ბერ-მონაზვნები ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობენ.

თბილისის ზღვასთან ახლოს, ივერთუბანში ერთი მოკრძალებული სახლი დგას. აქაურობას ბერები და მონაზვნები პატარა სამოთხეს ეძახიან. ამ სახლში მცხოვრებ პატარებს კი ღმერთისგან მობარებულ ბავშვებს.

ოფიციალურად ამ ადგილს ლომისას წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშთა თავშესაფარი ჰქვია და 12 წელია კეთილი ადამიანებისა და სხვადასხვა მონასტრების დახმარებით  არსებობს.

თავშესაფრის კარი ყველასთვის ღიაა. მათ შორის იმ მშობლებისთვის, რომლებმაც თავის დროზე სხვადასხვა მიზეზით, საკუთარ შვილებზე უარი თქვეს. აქ  ბავშვებს ბერ-მონაზვნები მინდობით ზრდიან.

ახალი კვირის რეპორტიორებმა გიორგი მანჯავიძემ და ლაშა მამულაშვილმა რამდენიმე დღე გაატარეს ამ სახლში. ახლა ისინი საკუთარ  ემოციებს თქვენ გაგიზიარებენ.