აფეთქება ზემო ფონიჭალაში

ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილის ცხედრებს მაშველებმა შვიდსაათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს.

მოსახლეობისგან ნაწილობრივ დაცლილია ზემო ფონიჭალაში მდებარე 23-ე კორპუსი, სადაც დღეს დილით აფეთქების ხმა გაისმა.

უსაფრთხოების მიზნით მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტილია. შემზარავი ტრაგედიის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კი ტერიტორია უკვე დატოვეს.

კორპუსის შემოწმებამდე სადარბაზოდან, სადაც აფეთქება მოხდა, 28 ოჯახი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.