„საქართველო – ღვინის სამშობლო“ – ამ გზავნილით, პორტუგალიაში ღვინის საერთაშორისო გამოფენა სტუმრებს ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. გამოფენაში ბუნებრივი ღვინის 100-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. ასევე ჩატარდა კონფერენცია ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე.