„ახალი ღვინის ფესტივალი“

მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი“ მიმდინარეობს. საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით გამართულ ფესტივალში ღვინის 100 კომპანია და 128 საოჯახო მარანი, ასევე ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანიები მონაწილეობენ.

სტუმრებს 2022 წლის მოსავლის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. ფესტივალი ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, ახალი ჯიშების გაცნობასა და საქართველოში წარმოებული ღვინის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.