ღვინის ექსპორტის ხელშესაწყობად მარკეტინგული აქტივობები წელსაც გაგრძელდება.
წამყვან ბაზრებზე ქართული პროდუქციის ცნობადობის გასაზრდელად და ახალი ბაზრების ასათვისებლად არაერთი ღონისძიება იგეგმება. ხელშეწყობის პროგრამები საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას და ქვეყანაში უცხოური სადისტრიბუციო ქსელების, სომელიეების და სპეციალისტების მოწვევას გულისხმობს. მიზანი საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალის გაფართოება და გაყიდვების მაჩვენებლების გაზრდაა. აქცენტი გაკეთდება მცირე მარნების და მეღვინეობების მხარდაჭერაზე.