ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა. წვრთნა აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფების მონაწილეობით, მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ოფიციალურად გახსნამდე ჩატარდა.
უკვე 7 სექტემბრიდან კი სწავლების ძირითადი ნაწილი დაიწყება, რომელშიც ქართველ და ამერიკელ სამხედროებთან ერთად, მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის ჯარისკაცები ჩაერთვებიან.
ვაკო ორმოცაძე დეტალებით.