Agile spirit 2021

მრავალეროვნული სწავლება Agile spirit 2021 დასრულებულია. საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა. სწავლების მიზანი ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერაციების აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება იყო. „მტკიცე სული“ ქვეყნის მასშტაბით ხუთ ლოკაციაზე ჩატარდა და სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მანევრებს აერთიანებდა. მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად წვრთნებში ჩართული იყო საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა. 2011 წელს მხოლოდ საქართველოსა და ამერიკას შორის დაწყებულ სწავლებაში, მეათე საიუბილეო წელს, უკვე 15 ქვეყნის 2500 სამხედრო მონაწილეობდა.