ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების საკითხია გერმანიის კანცლერის განცხადება.
საკითხი გერმანიაში საემიგრაციო წესების გარკვეულ გამკაცრებას ეხება და ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელი იმ პირების დეპორტაციას გულისხმობს, ვინც უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ საფრთხეშია მისი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება. საქართველოსთან დაკავშირებით ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებს, შესაბამისად მიზანშეწონილი არ არის, ბერლინმა ივარაუდოს, რომ ამ ქვეყნებში ხდება სისტემური შევიწროება. წესების გამკაცრება გულისხმობს გერმანიიდან, ქვეყანაში დარჩენის უფლების არ მქონე პირების სწრაფ დეპორტაციას.