პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შედეგები

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება იყო მთავარი განსახილველი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრისას.

ირაკლი ღარიბაშვილს ოლაფ შოლცი ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერას დაჰპირდა, თუმცა ერთი პირობით, – კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმებზე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაონ. კანცლერთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა რუსულ აგრესიაზე და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე. შოლცმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.