საქართველოს პრემიერ-მინისტრის და გერმანიის კანცლერის შეხვედრა

გერმანიის კანცლერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბერლინში. დისკუსია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში აუდიენციის დასრულების შემდეგ, მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. წინასწარი ინფორმაციით, საუბარი შეეხება როგორ პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებს. შეხვედრის დაწყებამდე კი გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია გენერალური კანცელარიის ეზოში. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება გერმანიის პრეზიდენტს და ბუნდესტაგის ხელმძღვანელს.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით ბერლინიდან.