პრემიერის ვიზიტი გერმანიაში

ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გერმანიაში სამხედრო პატივით მიიღებს. ინფორმაციას გერმანიის კანცლერის ოფისი ავრცელებს. შეხვედრა მიმდინარე წლის 12 აპრილს ფედერალურ კანცელარიაში გაიმართება, მთავარი განსახილველი საკითხები კი ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები იქნება.