მიგრაციისა და მობილობის შეთანხმება საქართველოსა და გერმანიას შორის

საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციის სფეროში კონტროლი მკაცრდება.

ახალი საემიგრაციო წესების ამოქმედება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ოფიციალურმა ბერლინმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. უკანონო მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებლის შესამცირებლად დღეს ახალი შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც გერმანიის მხრიდან თბილისში მყოფმა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოაწერა ხელი. შედეგად გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლებს თავშესაფრის მიღების შანსები მკვეთრად შეუმცირდებათ. დღეს ხელმოწერილი დოკუმენტი შრომით მიგრაციას და საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობასაც ეხება. საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიის შრომით ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობები იზრდება, მარტივდება შრომითი ვიზების გაცემაც.