დასავლელი ლიდერების საარჩევნო აქტივობები Tik Tok-ზე

დასავლელი ლიდერების წინასაარჩევნო აქტივობებში „ტიკ-ტოკ“ პლატფორმა ჩნდება.

სოციალურ ქსელს უკვე გერმანიის კანცლერიც შეუერთდა. ევროპის ცალკეული ქვეყნების სახელმწიფო უწყებები ჩინური აპლიკაციით სარგებლობას საერთოდ კრძალავენ. არგუმენტად პირადი მონაცემების უსაფრთხოების კონტროლი და დაცვა სახელდება. თუმცა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ელექტორატის მიზიდვის მიზნით სწორედ ახალგაზრდა თაობაში განსაკუთრებით პოპულარული სოციალური ქსელი ცალკეული ლიდერებისთვის მაინც საჭირო ხდება. მათთვის ჩინური პლატფორმა პოლიტიკური ხედვების და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების და ახალგაზრდებამდე მიტანის ერთ-ერთი საშუალებაა.