გერმანიის ფედერალური მთავრობა ტყის ინვენტარიზაციისთვის 5 მილიონ ევროს გამოყოფს
გერმანიის ფედერალური მთავრობა ტყის ინვენტარიზაციისთვის 5 მილიონ ევროს გამოყოფს. ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება ტყის ინვენტარიზაციის გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით განხორციელებასა და საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის დანერგვას ეხება.