„ლექსო თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“

15:36, 15.05.2023

„ლექსო თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ თბილისში 30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. თანამშრომლობის მემორანდუმს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ხელი მოაწერეს კულტურის მინისტრმა, „თორაძის ფონდისა“ და ფონდი „ქართული გალობის“ ხელმძღვანელებმა.

ფესტივალი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძისა და მისი მამის, ლეგენდარული კომპოზიტორის, დავით თორაძის ხსოვნას მიეძღვნება.

მსგავსი