„ლექსო თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ თბილისში 30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. თანამშრომლობის მემორანდუმს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ხელი მოაწერეს კულტურის მინისტრმა, „თორაძის ფონდისა“ და ფონდი „ქართული გალობის“ ხელმძღვანელებმა.
ფესტივალი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძისა და მისი მამის, ლეგენდარული კომპოზიტორის, დავით თორაძის ხსოვნას მიეძღვნება.