ტოლერანტობის დღეს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგმა“ 30 წლის საიუბილეო საღამო გამართა.
საღამოზე, ასოციაციის პრეზიდენტმა, საზოგადოებას ოცდაათწლიანი მოღვაწეობის ანგარიში წარუდგინა, რომელსაც გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში ესწრებოდა. პარალელურად მოეწყო ასოციაციის წევრი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.