ჯამლეტ ხუხაშვილის საიუბილეო საღამო

რუსთაველის ეროვნულ თეატრში ჯამლეტ ხუხაშვილის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიების წამყვანებმა, მსახიობმა მარინა კახიანმა და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ დამსწრე საზოგადოებას ჯამლეტ ხუხაშვილის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები გააცნეს. საღამო საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და მას ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჯამლეტ ხუხაშვილი 2023 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა.