რამაზ ჩხიკვაძე - 95 - საიუბილეო საღამო

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, რამაზ ჩხიკვაძის, საიუბილეო საღამო გაიმართა. მსახიობის დაბადებიდან 95 წელი გავიდა. საიუბილეო საღამოზე ცნობილი მსახიობის კინო და თეატრალური შემოქმედება კიდევ ერთხელ გააცოცხლეს. წარმოდგენილი იყო უნიკალური ჩანაწერები და სპექტაკლებიდან აღდგენილი ეპიზოდები. ასევე საარქივო ფოტოები, კოსტიუმები, ესკიზები, მეგობრებისა და კოლეგების მოგონებები. გამოყენებული იყო პირველი არხის ოქროს ფონდში დაცული უნიკალური მასალები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ – მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, რუსთაველისა და მოძრაობის თეატრის მსახიობები. საღამოს უძღვებოდა ნიკოლოზ წულუკიძე. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, რამაზ ჩხიკვაძის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.