ლელა თათარაიძის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა რუსთაველის თეატრში. მონაწილეობა სხვა და სხვა ცნობილმა შემსრულებლებმა და ანსამბლებმაც მიიღეს. ლელა თათარაიძე თუშური მელოდიების გამორჩეული შემსრულებელია, მან შექმნა ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული კვარტეტი „კესანე“. არის მრავალი ცნობილი სიმღერისა და მუსიკალური თემის ავტორი. მან დიდი დრო დაუთმო მშობლიური მხარის მელოდიების აღდგენა-შენარჩუნებას.