ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტი  

მზადება საიუბილეო საღამოსთვის.

თითქმის 50-წლიან შემოქმედებით საქმიანობას ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეაჯამებს. ფრაგმენტები სხვადასხვა ნაწარმოებიდან, სტუდენტობის დროს შექმნილი კომპოზიციები, უნიკალური ჩანაწერები და საინტერესო ისტორიები – საღამოზე მაესტრო მთავარი მთხრობელიც იქნება.

მსმენელი კონცერტებზე როგორც ცოცხალ მუსიკას, ისე აუდიო ჩანაწერებსაც მოისმენს.

საიუბილეო საღამოები ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 23 და 24 მარტს გაიმართება.