გენდერული კუთხით არსებული გამოწვევები და მიღწევები. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ყოველწლიური სხდომა გამართა. მხარეებმა პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს, რომელიც სექსუალური შევიწროების რეგულირებას გულისხმობს.
შეხვედრას შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც დაესწრო და კანონის აღსრულების მექანიზმებზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე.
კანონპროექტის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია.