100 ლარით დაჯარიმდებიან მძღოლები, რომლებსაც ტექდათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ. საუბარია, 14-16 წლის, გაზზე მომუშავე ავტომობილებზე, რომლის ტექნიკური ინსპექტირების ვადა დღეს იწურება.
ტექდათვალიერების ღირებულება 90 ლარიდან 130 ლარამდეა. მანქანების შემოწმება ეტაპობრივად ხდება და ვადები ავტომობილის ასაკის მიხედვით განისაზღვრა. ასევე, დღეიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება იწყება.
შემოწმების გავლა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი.
თემაზე ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვა კი ვებგვერდზე პიტიაი.ჯი. შეგიძლიათ.
მუშაობს ცხელი ხაზიც – 1484.