ავტომფლობელებისთვის რეგულაციები მკაცრდება

მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად ავტომობილების მძღოლებზე კონტროლი მკაცრდება. სავარაუდოდ, ახალი წლიდან მანქანების გამონაბოლქვს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების გარდა, სპეციალური აპარატით გზებზეც შეამოწმებენ.

მონიტორინგს, სავარაუდოდ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები საეჭვო ნიშნების შემთხვევაში ჩაატარებენ. ამ გზით გარემოს დაცვის სამინისტრო იმ მანიპულაციების თავიდან აცილებას ცდილობს, რომლებსაც მძღოლები ტექდათვალიერების გავლის მიზნით მიმართავენ.

დატოვე კომენტარი