ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია ვაგზლის მოედანზე

ტაქსის მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა. „ლეიბორისტული პარტიის“ მხარდაჭერით, გამაფრთხილებელი აქცია ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მძღოლებმა იმ რეგულაციების გაუქმება მოითხოვეს, რომლის მიხედვითაც, ოქტომბრის თვიდან, ტაქსზე მომუშავე ყველა მსურველმა მანქანა თეთრად უნდა გადაღებოს და შესაბამისი ლიცენზია აიღოს.

მძღოლები აცხადებენ, რომ წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლა, მათ დამატებით ტვირთად დააწვება. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მძღოლები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.