ავტომობილების ტექდათვალიერება და ე.წ. ჭკვიანი კამერები

ტექნიკური დათვალიერების დროულად გავლის მიზნით კონტროლი მკაცრდება.

საპატრულო პოლიციის პარალელურად მონიტორინგის პროცესში ნომრის ამომცნობი ე.წ. ჭკვიანი კამერებიც ერთვებიან.

სათვალთვალო სისტემა დააფიქსირებს არა მხოლოდ შემოწმების დროს გამოვლენილ დარღვევებს, არამედ იმ სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომლებსაც მანქანის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით სავალდებულო ინსპექტირების გავლა უწევდათ, თუმცა ავტომობილის მფლობელებს შესაბამისი ტესტირების ცენტრისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ.