ტექდათვალიერების ბოლო ეტაპი

ავტომობილების ტექდათვალიერების საბოლოო ეტაპი.

იანვრიდან ახალი რეგულაციები მსუბუქ ავტომობილებზეც გავრცელდება. მძღოლები ვალდებულები ხდებიან, საკუთარ მფლობელობაში არსებული მანქანები ეტაპობრივად, ანუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღის მიხედვით, შესაბამის ცენტრებში შეამოწმონ.

ტექდათვალიერების მორიგი ეტაპი ჯამში მილიონამდე ავტომობილს შეეხება.

დარღვევების შემთხვევაში მანქანის მფლობელებს გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა ექნებათ.