„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა

ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გადაადგილების დროს ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილები არ უნდა დაჯარიმდეს. „ევროპული საქართველოს“ ამ საკანონმდებლო ინიციატივას დავით ბაქრაძე რაიონებში მოსახლეობას აცნობს. დავით ბაქრაძის განცხადებით, სოფლებში მოსახლეობას მიწის ნაკვეთები, ვენახები და ყანები სოფლიდან მოშორებით აქვთ, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებიან.

რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო, უმეტესობას ძველი ავტომობილი ჰყავს, რომლებიც ტექდათვალიერების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ასეთი ტრანსპორტის დაჯარიმება არ უნდა მოხდეს.