გლდანის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ განცხადებას „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ავრცელებს.
გაზი ერთ-ერთი ბინიდან ჟონავდა. მაცხოვრებლების თქმით, გაზის სუნი ღამის საათებში იგრძნობოდა, მაგრამ „ყაზტრანსგაზს“ ამის შესახებ დილით შეატყობინეს. სპეციალურმა აპარატმა გაზის დაგროვება დაკეტილ ბინაში დაადასტურა. უსაფრთხოების მიზნით, გადაიკეტა სადარბაზოს დგარები და მოხდა მობინადრეების ევაკუაცია.
კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ აბონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ.