ახალი რეკრეაციული სივრცე

18:44, 25.09.2024

თბილისში, გლდანის რაიონის მესამე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

სკვერი 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსება. ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პროექტზე გამგეობის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 80 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯება. სამუშაოების დასრულება ნოემბერში იგეგმება.

პროექტის მიმდინარეობას დღეს ადგილზე თბილისის მერი გაეცნო.

მსგავსი