მომხმარებელთა უფლებები

წყლის მიწოდების შეწყვეტა და გაზსა და დენზე ზედმეტად დარიცხული თანხა – ეს ის ორი მთავარი მიზეზია, რის გამოც მოქალაქეები სემეკ-ს საჩივრებით ყველაზე ხშირად მიმართავენ.

მხოლოდ 2022 წელს ენერგეტიკის და წყალმომარაგების კომისიაში 15 000-ზე მეტი მომხმარებლის საჩივარი შევიდა. განაცხადების შესწავლის შემდეგ მოქალაქეების ნაწილს გადასახადების ნაწილი ჩამოეწერათ. კომუნალური კომპანიების მიმართ პრეტენზიები გახშირდა მომსახურების ხარისხის გამოც.