რეგულაციები გაზის მოწყობილობების რეალიზაციაზე

გაზზე მომუშავე ტექნიკის იმპორტიორებისთვის რეგულაციები იცვლება.

მომდევნო თვიდან კანონმდებლობა გამკაცრდება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში გაზის კონკრეტული მოწყობილობების შემოსატანად იმპორტიორს მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დეკლარაცია უნდა ჰქონდეს, ასევე ქართულად უნდა იყოს ნათარგმნი სამომხმარებლო ინსტრუქცია. სხვა შემთხვევაში ის კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციის უფლებას ვერ მიიღებს. ახალი რეგლამენტის ამოქმედებას საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.

მძიმეა იმპორტიორების დიდი ნაწილის რეაქცია. რეალიზატორები სოლიდურ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ და გაზზე მომუშავე ტექნიკის მკვეთრ გაძვირებას აანონსებენ.