ბუნებრივი აირის ტარიფი

ინფორმაცია, რომელიც მოქალაქეებს ზამთრის სეზონზე ყველაზე მეტად აინტერესებთ. გაზის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება. სემეკის გადაწყვეტილებით, მცირე და მსხვილი გაზგამანაწილებელი კომპანიები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ტარიფს უცვლელად დატოვებენ. გათვალისწინებულია მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი. ტარიფის შენარჩუნების მთავარ ფაქტორად ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარების ტენდენცია, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დაბალ ფასად შესყიდვა და სოციალური გაზის დაფინანსების ნაწილში სახელმწიფოს თანამონაწილეობა სახელდება.