ახალი რეგულაციის დაცვა ხდება საჭირო ახალაშენებულ კორპუსებში.
მოხმარებულ ბუნებრივ აირს ჭკვიანი მრიცხველები აღრიცხავს ყველა იმ კორპუსში, რომელთა მშენებლობა პირველი ოქტომბრის შემდეგ დასრულდება. ამ პერიოდიდან შესაბამისი სისტემის დამონტაჟების ვალდებულება ყველა თვითმმართველ ქალაქზე გავრცელდება. ახალი მოწყობილობების გამოყენება ნებაყოფლობითი იქნება ძველი კორპუსების ბინადრებისთვის. ახალი რეგულაციით, გაზგამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლის მისვლა საჭირო აღარ იქნება და ჭკვიანი მრიცხველი მოხმარებულ გაზს 24-საათიან რეჟიმში აღრიცხავს, პროცესის ონლაინ-რეჟიმში გაკონტროლება თავად მომხმარებელსაც შეუძლია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სწორედ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული საჩივრები სემეკ-ში ყველაზე ხშირად შედის.