გავრცელებული ფაილები - შეფასებები

ფარული თვალთვალის ამსახველ მასალებზე უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკოსებისგან კრიტიკულ განცხადებები და ურთიერთბრალდებები ისმის. ფარული ფაილები წინასაარჩევნო დღის წესრიგის მთავარ თემად რჩება. ოპოზიციის ნაწილი, საგანგებო სხდომის მოწვევასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაბარებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა ყველა იმ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რაც ამ მასალების გარშემო ჩნდება. ბრალდებების ობიექტია გიორგი გახარიას პარტიაც. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებული ჩანაწერების კვალი, ექსპრემიერამდე მიდიოდეს. აღნიშნულს „ბინძურ პროპაგანდას“ უწოდებს გახარია. მთავრობის ყოფილი მეთაური გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.